e-twining-ის პროგრამაში ჩართულობა

მოგეხსენებათ , რომ e-twining-ის  პროგრამა ცნობილი და პოპულარული საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპელი  პედაგოგების აქტიურ თანამშრომლობას და ინოვაციების დამკვიდრებას სასწავლო პროცესში . ჩვენი სკოლიდან ამ პროგრამაში ჩაერთო ნ.ბიძინაშვილი და ახალ 2013-2014 სას/წწ. მისი ხელმძღვანელობით მე-20 სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას სამ განსხვავებულ პროექტში

Myths and Legends

Recipes for kids

art for tj

ჩვენ სკოლასთან ერთად ამ პროექტებში მონაწილეობას იღებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სკოლები (პოლონეთი, ბულგარეთი, უკრაინა, იტალია, რუმინეთი  და ა.შ) 

პროექტი ედმოდო და ჩვენი ჩართულობა

რუსთავის #20 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი კათედრის წევრები ვცდილობთ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ  განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ახალ პროექტებში , განსაკუთრებით თუ ეს პროექტები გვეხმარება დავამყაროთ კავშირი სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილ პედაგოგებთან . 2013 წლის მასწავლებელთა სახლის ივლისის   სამუშაო გეგმის შესწავლისას ჩვენ მივაქციეთ ყურადღება ტრენინგს , რომელიც ითვალისწინებდა პედაგოგების  მიერ გაცნობიერებას და ჩართვას საერთაშორისო პროექტ  EDMODO-ში . ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად 13-14 ივლისს   დარეგისტრირდნენ ეკატერინე მამუკელაშვილი  და ნინო ბიძინაშვილი
ტრენინგი ჩაატარა ქ-ნმა  თამარ ლოსაბერიძემ
პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ ქ-ნი თამარის პროფესიონალიზმი , კორექტულობა და კეთილგანწყობა ტრენინგის მონაწილე პედაგოგების  მიმართ . ტრენინგის ორივე დღე იყო ძალიან საინტერესო და  შეიცავდა საინტერესო,  მასწავლებლებისთვის მეტად საჭირო ინფორმაციას. 


ტრენინგის ფარგლებში პედაგოგებმა გაიარეს ,,ედმოდოს '' პროგრამაში რეგისტრაცია, შექმნეს ვირტუალური კლასი, ისწავლეს ელექტრონული ტესტის შექმნა და სხვა თანამედროვე პედაგოგისთვის აუცილებებლი აქტივობები . 
დიდ მადლობას ვუხდით ქ-ნ თამარს და მასწავლებელთა სახლს საინტერესო სიახლეების მოწოდებისთვის !




„მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასება.“

15-16 ივლისს თბილისის მასწავლებელთა სახლში ჩატარდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასებ“ -ის ტრენინგი , მასში მონაწილეობისთვის   აუცილებელი პირობა იყო -პედაგოგი უნდა  იყოს ჩართული პროფესიონალური განვითარების სქემაში , რაც შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელი -სერტიფიცირებულია.
ზემოდ აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს :
თეა გოზალიშვილმა და ნინო ჩალაძემ (დაწყებითი საფეხურის  კათედრა)
 ეკატერინე მამუკელაშვილმა და  ნინო ბიძინაშვილმა (საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა) 
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. თვითშეფასება და  კოლეგების ურთიერთშეფასებ-ის ტრენერი იყო ქ-ნი ლელა მელიქიშვილი 
ქ-ნმა ლელამ შემნა თბილი , მეგობრული გარემო და ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებმა გულახდილად ისაუბრეს თვითშეფასებაში და ურთიერთშეფასებაში არსებულ პრობლემებზე  და  იმსჯელეს ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე. ქ-მა ლელამ  გააკეთა მასწავლებელთა პროფესიონალური განვითარების სქემის პროექტის პრეზენტაცია და დეტალურად განმარტა სქემის თვითოეული პუნქტი .
პროექტის პრეზენტაციაში ჩაერთო ბატონი კახა ჟღენტიც 
რომელიც უშუალოდ  ხელმძღვანელობს მასწავლებელთა პროფესიონალური განვითარების სქემის შექმნის პროექტს , მან უპასუხა ტრენინგის დამსწრე მასწავლებლების კითხვებს და ისაუბრა მოსალოდნელ ცვლილებებზე.
 „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების , თვითშეფასების და  კოლეგების ურთიერთშეფასებ-ის  ტრენინს ჰქონდა  არა მარტო ინფორმაციული  დატვირთვა .ჩვენ კიდევ ერთხელ-კრიტიკულად  გადავხედეთ ჩვენ საქმიანობას , ავღნიშნეთ არსებული ე.წ.,,თეთრი ლაქები" და შევიმუშავეთ  აქტივობები  არსებული რეალობის გასაუმჯობესებლად.