ერეკლე მეორის 300 წლის იუბილესადმი მიღვნილი მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია

26 თებერვალს , საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეულის ფარგლებში , ჩატარდა ერეკლე მეორის 300 წლის იუბილესადმი მიღვნილი მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია , რომელშიც იაქტიურეს ჩვენი სკოლის მე9 კლასის მოსწავლეებმა .











25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღე

მოგეხსენებათ , რომ საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში აღინიშნება 2011 წლიდან . ჩვენ სკოლაში, როგორც ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში დღეს დროშა დაშვებული იყო . დერეფანში გამოვაკარით  კედლის გაზეთები თემაზე ,,საბჭოთა ოკუპაცია"  და ბოლშევიკებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ფოტოები( VIII, XI კლასელების მიერ შექმნილი ნამუშევრები)  . ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა გაესაუბრნენ  მოსწავლეებს საბჭოთა ოკუპაციაზე და მათთან ერთად იმსჯელეს  , რატომ უნდა გვახსოვდეს ეს დღე მუდამ . 






დიდი მადლობა პედაგოგებს: ნონა ხიდეშელს, ნინო ჩხიკვაძეს ; მე11ბ კლასის მოსწავლეებს გამოფენის მოწყობაში აქტიური მონაწილეობისთვის 

საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეული 2020 წლის 24-28 თებერვალი


დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეული ტარდება თებერვალში . 2019-2020 სასწავლო წელს კათედრაზე გადაწყდა დაგეგმილი აქტივობების განხორციელება 24-28 თებერვალს . 
გთავაზობთ კვირეულის ფარგლებში დაგეგმი ღონისძიებების განრიგს :

24.02. - ,,ჩემი საქართველო აქ არის,, თემით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა (მე5/მე6 კლასები) 
25.02. - ,,პირველი რესპუბლიკა/ოკუპაცია" თემით მოპოვებული მასალების გამოფენა (მე8/მე9 კლასები)
26.02. - ერეკლე მეორის 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია (მე9 კლასები)
27.02.-ვიქტორინა ,,დავით აღმაშენებელი" (მე5 კლასები) 
28.02, ისტორიულ-გეოგრაფიული ვიქტორინა მე9 კლასებს შორის 

სასკოლო აქტივობების გარდა დაგეგმილია შემეცნებითი ექსკურსიები რუსთავსა და თბილისში , ასევე ღია გაკვეთილები ისტორიაში . 
24.02. 2020 
ჩვენი კოლის მესამე სართულის დერეფანში, უფროსკლასელების დახმარებით , გამოიფინა მე5 და მე6 კლასელების მიერ შექმნილი ნახატების (კოლაჟების) გამოფენა 
თემაზე ,,ჩემი საქართველო აქ არის " 











დიდი მადლობა ისტორიის პედაგოგბს :დალი შიუკაშვილს, ნინო ჩხიკვაძეს , ეკატერინე მამუკელაშვილს , მე8 კლასის მოსწავლეებს : ვაჩე ყანჩაველს , ნინო კანაშვილს, მარიამ ჟუჟუნაშვილს, ლუკა ჭაუჭიძეს, ელენე მაჭარაშვილს; მე7 კლასის მოსწავლეებს : ანა მიქაძეს და მარიამ ზაქარეიშვილს გამოფენის მოწყობაში  აქტიური მონაწილეობისთვის