კვირეულის დასასრული

27 თებერვალს ქ. რუსთავის #20 საჯ.სკოლაში დასრულდა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეული.
პარასკევს, წინასწარ შედგენილი განრიგის თანახმად ჩატარდა
  • ორი ღია გაკვეთილი:

XIბ კლასში(პედაგოგი: ნანა ბიჭაშვილი) ,, საქართველოს დიდი დამპყრობლები”

VIIIბ კლასში (პედაგოგი: ნინო ჩხიკვაძე) ,,ამიერკავკასიის სუვერენული სახელმწიფოებები”;

  • ნ. ჩხიკვაძეს ხელმძღვანელობით მოეწყო VIIIა კლასის მოსწავლეების შემეცნებითი ექსკურსია თბილისში, ს.ჯანაშიას სახელობის მუზეუმში.
დღეს, 2009 წლის 25 თებერვალს, დილის 11 საათზე ქ. რუსთავის #20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვის დროს დაღუპულ პატრიოტებს.

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეული

2008-2009 სასწავლო წლის 23 თებერვლიდან ქ.რუსთავის #20 საჯარო სკოლაში ჩატარდება საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეული. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

  • 23 თებერვალი: V-XI კლასელების მიერ დამზადებული თვალსაჩინოებების გამოფენა (ხელმძვანელი: ნ.ჩხიკვაძე, ე.მამუკელაშვილი, ე.შიუკაშვილი,ნ.ბიჭაშვილი, მ.ნინიაშვილი, ნ.ლობჟანიძე, ც.ბექაური)
  • 24 თებერვალს: ინტეგრირებული გაკვეთილი: VIIა კლასში(ისტორია/მათემატიკა/ქართული) - მ.ნინიაშვილის ინიციატივით; Vგ კლასში (ისტორია/რელიგია) -ე.მამუკელაშვილის ინიციატივით
  • 25 თებერვალი: სამოდელო გაკვეთილი: VIII კლასში(რუსული სექტორი)-ნ.ლობჟანიძე
  • 26 თებერვალი: სამოდელო გაკვეთილი: VIა კლასში(ჰომეროსი) - ე.მამუკელაშვილი; IXა კლასი - ც.ბექაური
  • 27 თებერვალი:სამოდელო გაკვეთილი: VIIIბ კლასში-ნ.ჩხიკვაძე; XIბ კლასში-ნ.ბიჭაშვილი

მინისტრის ნიკა გვარამიას ინიციატივით სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის თემას საგანმანათლებლო კვირეული და ლიტერატურული აქცია მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში, 18-დან 25 თებერვლის ჩათვლით საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრებმა სკოლაში საბჭოთა არმიის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის ფაქტთან დაკავშირებით მოაწყეს შემდეგი სასკოლო ღობისძიებები: ლექციური ტიპის გაკვეთილები, გამოფენები, დისკუსიები, დოკუმენტალური ფილმის ჩვენება.
  • 18-19-20 თებერვალი ლექციური ტიპის გაკვეთილები 5/6/7/8/9/10/11/12 კლასებში
  • 19 -20 თებერვალს თ.ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის (საქართველოს უახლესი ისტორია; 1921 წლის შემდეგ) ჩვენება 9/10/11/12 კლასებში
  • 23 თებერვალი ლექციური ტიპის გაკვეთილები 8/9/10 კლასებში(რუსული სექტორი
  • 24 თებერვალს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თემაზე შექმნილი გაზეთების პრეზენტაცია 7ა, 8ა, 8ბ, 8გ, 9ა, 10ბ კლასები
  • 25 თებერვალს შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე: ,,1921 წლის 25 თებერვალი” 10ბ კლასი

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა დიდ მადლობას მოახსენებს ხათუნა ციხელაშვილს (ჩვენი სკოლის საინფორმაციო მენეჯერს) თ.ჩაგელიშვილის დოკუმენტალური ფილმის მოძიებისა და მოწოდებისთვის.