პროექტი ედმოდო და ჩვენი ჩართულობა

რუსთავის #20 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი კათედრის წევრები ვცდილობთ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ  განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ახალ პროექტებში , განსაკუთრებით თუ ეს პროექტები გვეხმარება დავამყაროთ კავშირი სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილ პედაგოგებთან . 2013 წლის მასწავლებელთა სახლის ივლისის   სამუშაო გეგმის შესწავლისას ჩვენ მივაქციეთ ყურადღება ტრენინგს , რომელიც ითვალისწინებდა პედაგოგების  მიერ გაცნობიერებას და ჩართვას საერთაშორისო პროექტ  EDMODO-ში . ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად 13-14 ივლისს   დარეგისტრირდნენ ეკატერინე მამუკელაშვილი  და ნინო ბიძინაშვილი
ტრენინგი ჩაატარა ქ-ნმა  თამარ ლოსაბერიძემ
პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ ქ-ნი თამარის პროფესიონალიზმი , კორექტულობა და კეთილგანწყობა ტრენინგის მონაწილე პედაგოგების  მიმართ . ტრენინგის ორივე დღე იყო ძალიან საინტერესო და  შეიცავდა საინტერესო,  მასწავლებლებისთვის მეტად საჭირო ინფორმაციას. 


ტრენინგის ფარგლებში პედაგოგებმა გაიარეს ,,ედმოდოს '' პროგრამაში რეგისტრაცია, შექმნეს ვირტუალური კლასი, ისწავლეს ელექტრონული ტესტის შექმნა და სხვა თანამედროვე პედაგოგისთვის აუცილებებლი აქტივობები . 
დიდ მადლობას ვუხდით ქ-ნ თამარს და მასწავლებელთა სახლს საინტერესო სიახლეების მოწოდებისთვის !