საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ახალი ხელმძღვანელი

2011-2012 სასწავლო წლის დასასრულს საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზედაც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნა კათედრის ახალი ხელმძვანელის არჩევნის საკითხიც. კათედრის წევრების გადაწყვეტილებით 2012-2013 სასწ.წწ   #20 სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელი გახდა  დალი  შიუკაშვილი

ნინო კირკიტაძის და ანა სანაიას წარმატება საქალაქო კონკურსზე ,,კავკასია ჩვენი სახლია"

მოგეხსენებათ რომ ჩვენ ქალაქში ჩატარდა შემეცნებითი კონკურსი ,,კავკასია ჩვენი სახლია", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნინო კირკიტაძემ (ისტ-გეოგრაფია) და ანა სანაია (ისტორიული ესსე). გოგონებმა დაამუშავეს და გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე -ჩეჩნეთი. კონკურსის შედეგების მიხედვით ნინო კირკიტაძე დაჯილდოვებული იქნა პირველი ხარისხის სიგელით, ანა სანაია - მეორე.

შემეცნებითი ექსკურსია თბილისში. მ.თოიძის სახ.სახლ-მუზეუმი

მ.თოიძის შემოქმედების გაცნობის შემდეგ 11ა და 11ბ კლასის მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი მოენახულებინათ ამ გენიალური მხატვრის სახლ მუზეუმი . ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა ! მოსწავლეები აღფრთოვანებულნი დარჩნენ მოსე და ირაკლი თოიძის ულამაზესი ნახატებით.


 ექსკურსიამძოლობა გაგვიწია ქ-მა ქეთევან ბენდელიანმა , რომელიც ამჟამად მუშაობს მოსე თოიძის ბიოგრაფიაზე , მან ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა სხვადასხვა ნახატებზე და ბ-ნ მოსეს  საზოგადოებრივ საქმიანობაზე.



ჩვენ მოველაპარაკეთ ქ-ნ ქეთევანს , რომ სექტემბრიდან დავიწყებთ მზადებას საერთო პროექტზე , რომლის თემა იქნება მოსე თოიძის ყველასთვის ნაცნობი ნამუშევრების შექმნის აქამდე უცნობი დეტალები.

ახალი შიდასასკოლო პროექტი


6ბ კლასის მოსწავლეები (ა.ბადალიანი, კ.ნარიმანიძე,ნ.გელაშვილი,ს.გაფრინდაშვილი და ლ.ნებიერიძე) დაინტერესთნენ საქართველოს უძველესი ისტორიით, კერძოდ ქვის ხანით და გადაწვიტეს შეესწავლათ არსებული არქეოლოგიური მასალა და მის მიხედვით თიხისგან გაემზადებინათ ქვის იარაღების მაკეტები. მიზნის მიღწევისთვის პირველ რიგში ისინი ეწვივნენ თბილისის ს.ჯანაშიას სახელობის მუზეუმს .




მუზეუმში ნანახმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე  და მათ დიდი ენთუზიაზმით და ხალისით დაამზადეს პალეოლითის, მეზოლითის და ნეოლითის ეპოქის იარაღების ორიოდე მაკეტი.







მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი სკოლის ხელოვნების მასწავლებელს - ნონა ხიდაშელს დახმარებისთვის !!!
 პროექტის დასასრულს  ბავშვებმა არსებული ფოტო, ვიდეო და ისტორიული მასალა დაახარისხეს და გააკეთეს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ამსახველი სლაიდ შოუ