15-16 ივლისს თბილისის მასწავლებელთა სახლში ჩატარდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასებ“ -ის ტრენინგი , მასში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობა იყო -პედაგოგი უნდა იყოს ჩართული პროფესიონალური განვითარების სქემაში , რაც შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელი -სერტიფიცირებულია.
ზემოდ აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს :
ზემოდ აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს :
თეა გოზალიშვილმა და ნინო ჩალაძემ (დაწყებითი საფეხურის კათედრა)
ეკატერინე მამუკელაშვილმა და ნინო ბიძინაშვილმა (საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა)
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასებ-ის ტრენერი იყო ქ-ნი ლელა მელიქიშვილი
ქ-ნმა ლელამ შემნა თბილი , მეგობრული გარემო და ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებმა გულახდილად ისაუბრეს თვითშეფასებაში და ურთიერთშეფასებაში არსებულ პრობლემებზე და იმსჯელეს ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე. ქ-მა ლელამ გააკეთა მასწავლებელთა პროფესიონალური განვითარების სქემის პროექტის პრეზენტაცია და დეტალურად განმარტა სქემის თვითოეული პუნქტი .
პროექტის პრეზენტაციაში ჩაერთო ბატონი კახა ჟღენტიც
რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს მასწავლებელთა პროფესიონალური განვითარების სქემის შექმნის პროექტს , მან უპასუხა ტრენინგის დამსწრე მასწავლებლების კითხვებს და ისაუბრა მოსალოდნელ ცვლილებებზე.
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების , თვითშეფასების და კოლეგების ურთიერთშეფასებ-ის ტრენინს ჰქონდა არა მარტო ინფორმაციული დატვირთვა .ჩვენ კიდევ ერთხელ-კრიტიკულად გადავხედეთ ჩვენ საქმიანობას , ავღნიშნეთ არსებული ე.წ.,,თეთრი ლაქები" და შევიმუშავეთ აქტივობები არსებული რეალობის გასაუმჯობესებლად.