27 სექტემბერს საქართველოში აღინიშნება ორი მნიშვნელოვანი თარიღი :
ერთი რელიგიურია - ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული ,
მეორე საერო , ტკივილით აღსავსე - სოხუმის დაცემის დღე.
1992-1993 წლებში აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა რუსეთის რეგულარული ჯარის დახმარებით 300 ათასზე მეტი აფხაზეთის ადგილობრივი მკვიდრი განდევნა მშობლიური მხარიდან, ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლე კი წამებით გამოასალმა სიცოცხლეს. აფხაზეთის ომს უამრავი მამულიშვილი, გმირი მეომარი შეეწირა, მათ შორის არის საქართველოს ეროვნული გმირი -ჟიული შარტავა .
26 სექტემბერს , საზოგადოებრივი კათედრის ორგანიზაციით , #20 საჯარო სკოლაში ამ თემებზე ჩატარდა პრეზენტაცია (პრეზენტატორი : ნ.ბიძინაშვილი) .
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მე-5, მე-6, მე-7, მე-9 , მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები
აფხაზეთის ომის შესახებ მოსწავლეებს ასევე ესაუბრა სკოლის დირექტორი ქ-ნი ირმა იჩქიტიძე
პრეზენტაციის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას თემატური ლექსები წაუკითხა
11 ა კლასის მოსწავლე : დავით კეკელიამ
Комментариев нет:
Отправить комментарий