რუსთავში დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას და აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, ქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
"თითოეული ქართველისათვის, ეს არის დღე, რომელიც ტრაგიზმითაა აღსავსე. დღეს რუსთავში, ჟიული შარტავას მემორიალთან ვართ, ეს კაცი იყო ნამდვილი გმირი, რომელმაც დაიცვა ქართული სახელმწიფოებრიობა საკუთარი სიცოცხლის ფასად. ჩვენ დღეს მოვედით და ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მივაგეთ და ამით პატივი მივაგეთ ყველას, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაიღუპა," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ნინო ბიძინაშვილი და მისი სადამრიგებლოს მოსწავლეები : სალომე ურიადმყოფელი , ანა ბადალიანი, ლუკა მალუტაშვილი. ლიკა ნებიერიძე, საბა გაფრინდაშვილი და დაჩი გილიგაშვილი დაესწრნენ ღონისძიებას , რომელიც რუსთავის ჟიული შარატავას სახელობის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა.
"თითოეული ქართველისათვის, ეს არის დღე, რომელიც ტრაგიზმითაა აღსავსე. დღეს რუსთავში, ჟიული შარტავას მემორიალთან ვართ, ეს კაცი იყო ნამდვილი გმირი, რომელმაც დაიცვა ქართული სახელმწიფოებრიობა საკუთარი სიცოცხლის ფასად. ჩვენ დღეს მოვედით და ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მივაგეთ და ამით პატივი მივაგეთ ყველას, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაიღუპა," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий