2014 წლის 27 სექტემბერი რუსთავში

რუსთავში დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას და აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, ქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. 
"თითოეული ქართველისათვის, ეს არის დღე, რომელიც ტრაგიზმითაა აღსავსე. დღეს რუსთავში, ჟიული შარტავას მემორიალთან ვართ, ეს კაცი იყო ნამდვილი გმირი, რომელმაც დაიცვა ქართული სახელმწიფოებრიობა საკუთარი სიცოცხლის ფასად. ჩვენ დღეს მოვედით და ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მივაგეთ და ამით პატივი მივაგეთ ყველას, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაიღუპა," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

ნინო ბიძინაშვილი და მისი  სადამრიგებლოს მოსწავლეები : სალომე ურიადმყოფელი , ანა ბადალიანი, ლუკა მალუტაშვილი. ლიკა ნებიერიძე, საბა გაფრინდაშვილი და დაჩი გილიგაშვილი  დაესწრნენ  ღონისძიებას , რომელიც რუსთავის ჟიული შარატავას სახელობის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა.




27 სექტემბრისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია

27 სექტემბერს საქართველოში აღინიშნება ორი მნიშვნელოვანი თარიღი : 
ერთი რელიგიურია - ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული , 

მეორე საერო , ტკივილით აღსავსე - სოხუმის დაცემის დღე.  

1992-1993 წლებში აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა რუსეთის რეგულარული ჯარის დახმარებით 300 ათასზე მეტი აფხაზეთის ადგილობრივი მკვიდრი განდევნა მშობლიური მხარიდან, ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლე კი წამებით გამოასალმა სიცოცხლეს. აფხაზეთის ომს უამრავი მამულიშვილი, გმირი მეომარი შეეწირა, მათ შორის  არის საქართველოს ეროვნული გმირი -ჟიული შარტავა .
 26 სექტემბერს , საზოგადოებრივი კათედრის ორგანიზაციით , #20 საჯარო სკოლაში ამ თემებზე ჩატარდა   პრეზენტაცია (პრეზენტატორი : ნ.ბიძინაშვილი) . 
პრეზენტაციას ესწრებოდნენ  მე-5, მე-6, მე-7, მე-9 , მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები 


 აფხაზეთის ომის შესახებ მოსწავლეებს ასევე  ესაუბრა სკოლის დირექტორი ქ-ნი ირმა იჩქიტიძე 
პრეზენტაციის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას თემატური ლექსები წაუკითხა 
11 ა კლასის მოსწავლე : დავით კეკელიამ 

ჩვენ სკოლას ყავს ახალი დირექტორი !

2014 წლის 12 სექტემბრიდან ქ.რუსთავის #20 საჯარო სკოლას ყავს ახალი დირექტორი ქ-ნი ირმა იჩკიტიძე !
გულწრფელად ვულოცავთ ქ-ნ ირმას გამარჯვებას არჩევნებში და ვუსურვებთ დიდ წარმატებებს !

2014-2015 სასწ.წლის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის პირველი სხდომა

2014 წ 10.09 ჩატარდა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის პირველი სხდომა .
კათედრის სხდომას ესწრებოდნენ:
ეკატერინე მამუკელაშვილი
მარინა ნინიაშვილი
ნინო ბიძინაშვილი
ნინო ჩხიკვაძე
დალი შიუკაშვილი
დღის წესრიგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  1. სასწავლო საათობრივი ბადის განხილვა
  2. მონიტორინგის კომისიის ჯგუფის შედგენა და განრიგის დაგეგმვა
  3. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეულის ვადების დადგენა
  4. ღია გაკვეთილების თემების და ჩატარების თარიღების განსაზღვრა 





საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ახალი ხელმძღვანელი

მოგეხსენებათ , რომ ჩვენ კათედრაზე შემუშავებული დებულების

მიხედვით ხელმძღვანელი იცვლება ყოველ სასწავლო წელს.

2014-2015 სასწავლო წელს საზოგადოებრივი კათედრის ხელმძღვანელად

ავირჩიეთ  დალი შიუკაშვილი .

ვულოცავთ და ვუსურვებთ პროფესიონალურ ზრდას და წარმატებებს !

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას !

და აი მოგვიახლოვდა ახალი. 2014-2015 სასწავლო წელი !ახალი ციებ -ცხელებით

 ....ახალი იმედებით .....ახალი წარმატებებით და მნიშვნელოვანი ცვლილებებით !