მოგეხსენებათ , რომ საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში აღინიშნება 2011 წლიდან . ჩვენ სკოლაში, როგორც ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში დღეს დროშა დაშვებული იყო . დერეფანში გამოვაკარით კედლის გაზეთები თემაზე ,,საბჭოთა ოკუპაცია" და ბოლშევიკებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ფოტოები( VIII, XI კლასელების მიერ შექმნილი ნამუშევრები) . ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა გაესაუბრნენ მოსწავლეებს საბჭოთა ოკუპაციაზე და მათთან ერთად იმსჯელეს , რატომ უნდა გვახსოვდეს ეს დღე მუდამ .
დიდი მადლობა პედაგოგებს: ნონა ხიდეშელს, ნინო ჩხიკვაძეს ; მე11ბ კლასის მოსწავლეებს გამოფენის მოწყობაში აქტიური მონაწილეობისთვის
Комментариев нет:
Отправить комментарий