ბლოგის რედაქტორი : ნინო ბიძინაშვილი
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღე
მოგეხსენებათ , რომ საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში აღინიშნება 2011 წლიდან . ჩვენ სკოლაში, როგორც ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში დღეს დროშა დაშვებული იყო . დერეფანში გამოვაკარით კედლის გაზეთები თემაზე ,,საბჭოთა ოკუპაცია" და ბოლშევიკებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ფოტოები( VIII, XI კლასელების მიერ შექმნილი ნამუშევრები) . ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა გაესაუბრნენ მოსწავლეებს საბჭოთა ოკუპაციაზე და მათთან ერთად იმსჯელეს , რატომ უნდა გვახსოვდეს ეს დღე მუდამ .
დიდი მადლობა პედაგოგებს: ნონა ხიდეშელს, ნინო ჩხიკვაძეს ; მე11ბ კლასის მოსწავლეებს გამოფენის მოწყობაში აქტიური მონაწილეობისთვის
საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეული 2020 წლის 24-28 თებერვალი
დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეული ტარდება თებერვალში . 2019-2020 სასწავლო წელს კათედრაზე გადაწყდა დაგეგმილი აქტივობების განხორციელება 24-28 თებერვალს .
გთავაზობთ კვირეულის ფარგლებში დაგეგმი ღონისძიებების განრიგს :
24.02. - ,,ჩემი საქართველო აქ არის,, თემით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა (მე5/მე6 კლასები)
25.02. - ,,პირველი რესპუბლიკა/ოკუპაცია" თემით მოპოვებული მასალების გამოფენა (მე8/მე9 კლასები)
26.02. - ერეკლე მეორის 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია (მე9 კლასები)
27.02.-ვიქტორინა ,,დავით აღმაშენებელი" (მე5 კლასები)
28.02, ისტორიულ-გეოგრაფიული ვიქტორინა მე9 კლასებს შორის
სასკოლო აქტივობების გარდა დაგეგმილია შემეცნებითი ექსკურსიები რუსთავსა და თბილისში , ასევე ღია გაკვეთილები ისტორიაში .
24.02. 2020
ჩვენი კოლის მესამე სართულის დერეფანში, უფროსკლასელების დახმარებით , გამოიფინა მე5 და მე6 კლასელების მიერ შექმნილი ნახატების (კოლაჟების) გამოფენა
თემაზე ,,ჩემი საქართველო აქ არის "
დიდი მადლობა ისტორიის პედაგოგბს :დალი შიუკაშვილს, ნინო ჩხიკვაძეს , ეკატერინე მამუკელაშვილს , მე8 კლასის მოსწავლეებს : ვაჩე ყანჩაველს , ნინო კანაშვილს, მარიამ ჟუჟუნაშვილს, ლუკა ჭაუჭიძეს, ელენე მაჭარაშვილს; მე7 კლასის მოსწავლეებს : ანა მიქაძეს და მარიამ ზაქარეიშვილს გამოფენის მოწყობაში აქტიური მონაწილეობისთვის
Подписаться на:
Сообщения (Atom)