25 თებერვალი - საქართველოს ოკუპაციის დღე

მოგეხსენებათ რომ, 2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც “კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები   ყოველ წელს ვცდილობთ  მცირე თუ დიდი ღონისძიებით შევახსენოთ ჩვენ მოსწავლეების ამ დღის მნიშვნელობა და ღირებულება . 2016 წელს მიშიკო ქეშელაშვილის ხელმძღვანელობით  8გ კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი  კედლის გაზეთები და შემოგვთავაზეს ძალიან ემოციური სასკოლო ღონისძიება.
  

Комментариев нет: