კვირეულის ფარგლებში, 18-დან 25 თებერვლის ჩათვლით საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრებმა სკოლაში საბჭოთა არმიის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის ფაქტთან დაკავშირებით მოაწყეს შემდეგი სასკოლო ღობისძიებები: ლექციური ტიპის გაკვეთილები, გამოფენები, დისკუსიები, დოკუმენტალური ფილმის ჩვენება.
- 18-19-20 თებერვალი ლექციური ტიპის გაკვეთილები 5/6/7/8/9/10/11/12 კლასებში
- 19 -20 თებერვალს თ.ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის (საქართველოს უახლესი ისტორია; 1921 წლის შემდეგ) ჩვენება 9/10/11/12 კლასებში
- 23 თებერვალი ლექციური ტიპის გაკვეთილები 8/9/10 კლასებში(რუსული სექტორი
- 24 თებერვალს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თემაზე შექმნილი გაზეთების პრეზენტაცია 7ა, 8ა, 8ბ, 8გ, 9ა, 10ბ კლასები
- 25 თებერვალს შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე: ,,1921 წლის 25 თებერვალი” 10ბ კლასი
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა დიდ მადლობას მოახსენებს ხათუნა ციხელაშვილს (ჩვენი სკოლის საინფორმაციო მენეჯერს) თ.ჩაგელიშვილის დოკუმენტალური ფილმის მოძიებისა და მოწოდებისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий