27 სექტემბერი -სოხუმის დაცემის დღე

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დღეს , სასკოლო ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრებმა : ეკატერინე მამუკელაშვილმა , დალი შიუკაშვილმა და ნინო ბიძინაშვილმა მოამზადეს ფოტო სურათების გამოფენა და თემატური სლაი შოუ . სასკოლო ღონისძიების მზადებაში დიდი დახმარება გაგვიწიეს მიშიკო ქეშელაშვილმა (სპორტი) და ირმა წინწალაშვილმა (დაწყებითების პედაგოგი) დირექციის თხოვნით სკოლის ყველა პედაგოგმა ისაუბრა მოსწავლეებთან აფხაზეთის ომზე და მის გმირებზე








საზოგადოებრივი კათედრის ახალი ხელმძღვანელი

2016-2017 სასწავლო წელს ქ.რუსტავის #20 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ახალი ხელმძღვანელი იქნება - ეკატერინე მამაუკელაშვილი 

ილუსტრირებული ანიმაციის შექმნა

E-Twinning -ის  მეორე დონის
ილუსტრირებული ანიმაციის შექმნა
ტრენინგის პირველი დღის
რეფლექსია

ტრენინგის დაწყება : 2016 წლის 11 ივლისი
ტრენინგის ადგილი : სსიპ ქალაქ თბილისის #123 სკოლა
ტრენერი - ქეთევან პაპავა /მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრის  ტრენერი

ტრენინგის დაწყებისას ქალბატონი ქეთევანი , გაგვეცნო და ისაუბრა ტრენინგის მთავარ მიზნებზე .მან აღნიშნა , რომ E-Twinning -ის პროგრამაში მონაწილეობა ხელს უწყობს პედაგოგებს სახალისო , ინოვაციური და აქტუალური აქტივობების  განხორციელებას სკოლაში .
ტრენინგი დაიწყო   რეგისტრაციის ფორმის შევსებით  (ონლაინ)
პირველი აქტივობა , რომნელიც განვახორციელეთ ტრენინგის ფარგლებში იყო  ფეისბუკის მსგავსი ექაუნთის შექმნა თაბახის ფურცელზე , რომელზედაც სახალისო ფორმით დაფიქსირებული იქნებოდა ინფორმაცია ჩვენი პიროვნების , საქმიანობის , ინტერესების შესახებ

.










ჯგუფის ათივე წევრმა წარმოვადგინეთ განსხვავებული , ორიგინალური ნამუშევრები , რომლებიც სანტერესო ინფორმაციას გვაწვდიდა ერთმანეთზე . ქეთევანის მითითებით ჩვენი ნამუშევრები განვათავსეთ კედელზე , ჩვენ სამუშაო ადგილთან .

მეორე აქტივობის სახით ქეთევანმა  გვთხოვა სტიკერებზე დაგვეწერა პასუხი ორ კითხვაზე : 1.რატომ ვიღებთ მონაწილეობას ტრენინგში ; 2. რას ველით ტრენინგისგან . პასუხების დაფიქსირების შემდეგ ჩვენ ჩავალაგეთ ფურცლები საგანგებოდ მომზადებულ ყუთში

ტრენინგის ძირითადი დრო ვიმუშავეთ ინტერნეტში .
მესამე აქტივობა გულისხმობდა E-Twinning -ის პლატფორმაზე ახალი, ჩვენთვის საინტერესო  პროექტის მოძიება / შექმნას .
მეოთხე აქტივობით ქეთევანი დაგვეხმარა დავრეგისტრირებულიყავით ჩვენთვის ახალ საიტზე CANVA.COM-ზე .მან დეტალურად აგვიხსნა თუ როგორ ხდება პოსტერის შექმნა /რედაქტირება/ ატვირთვა და მოგვცა დავალება -შეგვექმნა ჩვენი პროექტისთვის საპრეზენტაციო პოსტერი
ტრენინგის მეორე დღე,2016 წლის 12 ივლისი, ვიმუშავეთ ორ პროგრამაში : Power Point-ში გავაკეთეთ ანიმაციები და Powtoon-ში ვიდეო .
აქტივობა #1
Power Point-ი ჩვენთვის ნაცნობი პროგრამაა , მასში ხშირად ვაკეთებთ პრეზენტაციებს , როგორც სკოლის ასევე საქალაქო ღონისძიებების დროს , მაგრამ ქეთევანმა აგვიხსნა  თრიგერების გამოყენება და  მიგვითითა ინტერნეტ სივრცეში არსებული ანიმაციური სურათების  ვებ გვერდები. ქეთევანმა ხაზი გაუსვა , რომ ანიმაციის შექმნის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სცენარის დეტალურ გაწერას. სწორედ სცენარის დაწერით დავიწყეთ მუშაობა Power Point-ის ჩვენ პირველ , შედარებით მარტივ ანიმაციაზე.
აქტივობა #2 Powtoon-ში დარეგისტრირება .ქეთევანმა დეტალურად ისაუბრა ამ პროგრამის შესახებ , მიგვითითა არსებულ სირთულეებზე და შექმნილი ნამუშევრის გაზიარების ხერხებზე. ჩვენ ყურადღებით განვიხილეთ Powtoon-ში არსებული ნიმუშები , ვისწავლეთ მათი რედაქტირება და სრულიად ახალი ვერსიების შექმნა . არსებული ტექნიკური სირთულეების გამო Powtoon-ში ვიდეოს შექმნა ტრენინგის მეორე დღეს უმრავლესობამ ვერ შევძელით , ამიტომ მუშაობა გავაგრძელეთ სახლში .
ტრენინგის მესამე დღე, 2016 წლის 13 ივლისი, დაიწყო Powtoon-ში შექმნილი ვიდეოების პრეზენტაციით . ქეთევანმა მოგვცა რჩევები როგორ გავხადოთ ჩვენს მიერ შექმნილი რესურსი უფრო პრეზენტაბელური .
ტრენინგის ძირითადი დრო დავუთმეთ kinzoa.com-ის პროგრამის შესწავლას და მასში მუშაობას.
ქეთევანმა დეტალურად ისაუბრა ჩვენთვის ახალი პროგრამის ფუნქციებზე , სირთულეებზე . მან დავალებად მოგვცა  შეგვექმნა ვიდეო ამ პროგრამაში .
ვიდეოს შექმნისთვის ჩვენ კვლავ დაგვჭირდა სცენარის გაწერა და   შესაბამისი  სურათების მოძიება და გადმოტვირთვა ინტერნეტიდან , თუმცა საკმაოდ მრავალფეროვანი რესურსი პროგრამაში უკვე არის ატვირთული .

,,ილუსტრირებული ანიმაციების შექმნის “ ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ . ტრენერი იყო ძალიან კორექტური , ყურადღებიანი , თავისი საქმის ნამდვილი სპეციალისტი . ბევრი ახალი , ძალიან საჭირო ინფორმაცია გავიგე , რომელიც ხელს შეუწყობს ჩემ მოტივაციას და თვითშეფასებას