საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ახალი ხელმძღვანელი

მოგეხსენებათ , რომ ჩვენ კათედრაზე შემუშავებული დებულების

მიხედვით ხელმძღვანელი იცვლება ყოველ სასწავლო წელს.

2014-2015 სასწავლო წელს საზოგადოებრივი კათედრის ხელმძღვანელად

ავირჩიეთ  დალი შიუკაშვილი .

ვულოცავთ და ვუსურვებთ პროფესიონალურ ზრდას და წარმატებებს !

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას !

და აი მოგვიახლოვდა ახალი. 2014-2015 სასწავლო წელი !ახალი ციებ -ცხელებით

 ....ახალი იმედებით .....ახალი წარმატებებით და მნიშვნელოვანი ცვლილებებით !

ისტორიის კვირეული

2013 წლის 13 დეკემბერს ჩვენ სკოლაში დაიწყო  ისტორიის კვირეული . კვირეულის პირველ დღეს სკოლაში მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა.



საერთოდ პარასკევი მეტად დატვირთული აღმოჩნდა :  ეკა შიუკაშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი მსოფლიო კულტურის 10ბ კლაში  თემაზე ,, მსოფლიო ღირშესანიშნაობები" , ხოლო ნინო ჩხიკვაძემ და მარინა ნინიაშვილმა მოაწყეს ინტელექტუალური შეჯიბრი  ისტორიაში მეექვსე კლასებს შორის ( გაიმარჯვა 6 ა კლასმა )
16 დეკემბერს ნინო ბიძინაშვილმა ჩაატარა ღია სამოდელო  გაკვეთილი 7ა კლასში თემაზე ,,ელინიზმი "
18 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი ეკა მამუკელაშვილის და გალინა აბულაძის (მათემატიკა) ინტეგრირებული გაკვეთილი ( მეტროლოგია) ჯეო კლაში  (18 სკოლა) მაგრამ  გარკვეული მიზეზების გამო  ის გადაიდო .
19 დეკემბერს  ეკა შიუკაშვილმა და მარინა  ტაბატაძემ (ქართული ენა და ლიტერატურა) ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი 5 ა კლასში თემაზე ,,დიდგორი"
20 დეკემბერს, კვირეულის დახურვაზე,კათედრის ხელმძღვანელმა -ეკა მამუკელაშვილმა დააჯილდოვა  სამოქალაქო კლუბის  წევრები : სოფიკო ჩიხრაძე, ანა კორინთელი და ნათია თავდუმაძე  სამახსოვრო სიგელებით სასკოლო ცხოვრების აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის .