საზოგადოებრივი კათედრის ახალი ხელმძღვანელი

2016-2017 სასწავლო წელს ქ.რუსტავის #20 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ახალი ხელმძღვანელი იქნება - ეკატერინე მამაუკელაშვილი 

ილუსტრირებული ანიმაციის შექმნა

E-Twinning -ის  მეორე დონის
ილუსტრირებული ანიმაციის შექმნა
ტრენინგის პირველი დღის
რეფლექსია

ტრენინგის დაწყება : 2016 წლის 11 ივლისი
ტრენინგის ადგილი : სსიპ ქალაქ თბილისის #123 სკოლა
ტრენერი - ქეთევან პაპავა /მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრის  ტრენერი

ტრენინგის დაწყებისას ქალბატონი ქეთევანი , გაგვეცნო და ისაუბრა ტრენინგის მთავარ მიზნებზე .მან აღნიშნა , რომ E-Twinning -ის პროგრამაში მონაწილეობა ხელს უწყობს პედაგოგებს სახალისო , ინოვაციური და აქტუალური აქტივობების  განხორციელებას სკოლაში .
ტრენინგი დაიწყო   რეგისტრაციის ფორმის შევსებით  (ონლაინ)
პირველი აქტივობა , რომნელიც განვახორციელეთ ტრენინგის ფარგლებში იყო  ფეისბუკის მსგავსი ექაუნთის შექმნა თაბახის ფურცელზე , რომელზედაც სახალისო ფორმით დაფიქსირებული იქნებოდა ინფორმაცია ჩვენი პიროვნების , საქმიანობის , ინტერესების შესახებ

.










ჯგუფის ათივე წევრმა წარმოვადგინეთ განსხვავებული , ორიგინალური ნამუშევრები , რომლებიც სანტერესო ინფორმაციას გვაწვდიდა ერთმანეთზე . ქეთევანის მითითებით ჩვენი ნამუშევრები განვათავსეთ კედელზე , ჩვენ სამუშაო ადგილთან .

მეორე აქტივობის სახით ქეთევანმა  გვთხოვა სტიკერებზე დაგვეწერა პასუხი ორ კითხვაზე : 1.რატომ ვიღებთ მონაწილეობას ტრენინგში ; 2. რას ველით ტრენინგისგან . პასუხების დაფიქსირების შემდეგ ჩვენ ჩავალაგეთ ფურცლები საგანგებოდ მომზადებულ ყუთში

ტრენინგის ძირითადი დრო ვიმუშავეთ ინტერნეტში .
მესამე აქტივობა გულისხმობდა E-Twinning -ის პლატფორმაზე ახალი, ჩვენთვის საინტერესო  პროექტის მოძიება / შექმნას .
მეოთხე აქტივობით ქეთევანი დაგვეხმარა დავრეგისტრირებულიყავით ჩვენთვის ახალ საიტზე CANVA.COM-ზე .მან დეტალურად აგვიხსნა თუ როგორ ხდება პოსტერის შექმნა /რედაქტირება/ ატვირთვა და მოგვცა დავალება -შეგვექმნა ჩვენი პროექტისთვის საპრეზენტაციო პოსტერი
ტრენინგის მეორე დღე,2016 წლის 12 ივლისი, ვიმუშავეთ ორ პროგრამაში : Power Point-ში გავაკეთეთ ანიმაციები და Powtoon-ში ვიდეო .
აქტივობა #1
Power Point-ი ჩვენთვის ნაცნობი პროგრამაა , მასში ხშირად ვაკეთებთ პრეზენტაციებს , როგორც სკოლის ასევე საქალაქო ღონისძიებების დროს , მაგრამ ქეთევანმა აგვიხსნა  თრიგერების გამოყენება და  მიგვითითა ინტერნეტ სივრცეში არსებული ანიმაციური სურათების  ვებ გვერდები. ქეთევანმა ხაზი გაუსვა , რომ ანიმაციის შექმნის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სცენარის დეტალურ გაწერას. სწორედ სცენარის დაწერით დავიწყეთ მუშაობა Power Point-ის ჩვენ პირველ , შედარებით მარტივ ანიმაციაზე.
აქტივობა #2 Powtoon-ში დარეგისტრირება .ქეთევანმა დეტალურად ისაუბრა ამ პროგრამის შესახებ , მიგვითითა არსებულ სირთულეებზე და შექმნილი ნამუშევრის გაზიარების ხერხებზე. ჩვენ ყურადღებით განვიხილეთ Powtoon-ში არსებული ნიმუშები , ვისწავლეთ მათი რედაქტირება და სრულიად ახალი ვერსიების შექმნა . არსებული ტექნიკური სირთულეების გამო Powtoon-ში ვიდეოს შექმნა ტრენინგის მეორე დღეს უმრავლესობამ ვერ შევძელით , ამიტომ მუშაობა გავაგრძელეთ სახლში .
ტრენინგის მესამე დღე, 2016 წლის 13 ივლისი, დაიწყო Powtoon-ში შექმნილი ვიდეოების პრეზენტაციით . ქეთევანმა მოგვცა რჩევები როგორ გავხადოთ ჩვენს მიერ შექმნილი რესურსი უფრო პრეზენტაბელური .
ტრენინგის ძირითადი დრო დავუთმეთ kinzoa.com-ის პროგრამის შესწავლას და მასში მუშაობას.
ქეთევანმა დეტალურად ისაუბრა ჩვენთვის ახალი პროგრამის ფუნქციებზე , სირთულეებზე . მან დავალებად მოგვცა  შეგვექმნა ვიდეო ამ პროგრამაში .
ვიდეოს შექმნისთვის ჩვენ კვლავ დაგვჭირდა სცენარის გაწერა და   შესაბამისი  სურათების მოძიება და გადმოტვირთვა ინტერნეტიდან , თუმცა საკმაოდ მრავალფეროვანი რესურსი პროგრამაში უკვე არის ატვირთული .

,,ილუსტრირებული ანიმაციების შექმნის “ ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ . ტრენერი იყო ძალიან კორექტური , ყურადღებიანი , თავისი საქმის ნამდვილი სპეციალისტი . ბევრი ახალი , ძალიან საჭირო ინფორმაცია გავიგე , რომელიც ხელს შეუწყობს ჩემ მოტივაციას და თვითშეფასებას

2015-2016 სასწავლო წლის ანგარიში