საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეულის ფარგლებში 30 ოქტომბერს დაიწყო კედლის გაზეთების გამოფენა . გამოფენის ძირითადი თემატიკა არის დაკავშირებული რუსთავის თურქ-სელჩუკებისგან განთავისუფლებას , რომელიც მოგეხსენებათ 900 წლის წინ მოხდა (1115 წ)
ბლოგის რედაქტორი : ნინო ბიძინაშვილი
სასკოლო კონფერენცია გეოგრაფიაში ,,რუსთავი ჩემი მშობლიური ქალაქია"
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეულის ფარგლებში ჩვენ სკოლაში 29 ოქტომბერს ჩატარდა სასკოლო კონფერენცია გეოგრაფიაში ,,რუსთავი ჩემი მშობლიური ქალაქია" . კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს 9ა/ბ/გ/(ხელმძღვანელი : ლია ჯოჯუა) და 10 ა კლასის მოსწავლეებმა(ხელმძღვანელი :ზაზა ჯალიაშვილი)
კონფერენციის მიზანი :
მოსწავლეებმა, პრეზენტაციის სახით , შეძლონ ქალაქ რუსთავის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა , გაიღრმავონ ქალაქის ისტორიის ცოდნა და გამოკვეთონ მისი თანამედროვე პრობლემები
მოსწავლეებმა მოიძიონ და პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ ინფორმაცია ქალაქ რუსთავის დაძმობილებული ქალაქები , როგორც აუცილებელი პირობა რეგიონის განვითარებისთვის.
მოსალოდნელი შედეგი
მოსწავლეებს გაუღრმავდებათ კვლევის, ინფორმაციის დახარისხების, პრობლემის გამოკვეთის და მოგვარების უნარ-ჩვევები

კონკურსი საქართველოს კუთხეები
კონკურსის ჩატარების
თარიღი
13 ნოემბერი 2015 წ
კონკურსის ჩატარების
ადგილი
ქ.რუსთავის #20 საჯარო
სკოლის სააქტო დარბაზი
მონაწილეობენ : VIII
ა,ბ,გ / IX ა,ბ,გ / X ა,ბ
კლასების
მოსწავლეები
- რაჭა-ლეჩხუმი-8გ კლასი
- ქართლი-8ა კლასი
- სამეგრელო-9ა კლასი
- მთიულეთი-10ა კლასი
- აჭარა-9ა კლასი
- იმერეთი-10ბ კლასი
- გურია-9გ კლასი
- სვანეთი-9ბ კლასი
- სამცხე-ჯავახეთი-9ბ კლასი
- კახეთი-8ბ კლასი
კონკურსის ნომინაციები
:
1. კუთხის ისტორიულ-გეოგრაფიული
პრეზენტაცია (სლაიდ შოუს გამოყენებით) – 5ქ
2.მუსიკალური ნომერი
( კუთხის დამახასიათებელი ცეკვა/სიმღერა )-10ქ
3. ტრადიციული სამზარეულოს ნიმუში -10ქ
4.ლექსი /სადღეგრძელო
-5ქ
5.კუთხის ტრადიციების
უნიკალურობის წარმოსაჩენი იუმორისტული სკეჩი -20ქ
ჟიურის წევრები :
სკოლის დირექტორი : ირმა
იჩქიტიძე
სასწავლო ნაწილი : მანანა
ჯიმშელაძე
მუსიკის
მასწ: მაია ვეფხოშვილი
უნიკალური ფოტოარქივის და დოკუმენტების მომცველი გამოფენა ,, საქართველოს პირველი რესპუბლიკა"
2015 წლის 25 ოქტომბერს Xბ კლასის მოსწავლეებმა ნინო ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით ესტუმრნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გახსნილ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მოწყობილ გამოფენას
გამოფენა გაიხსნა 13 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით .გამოფენაზე წარმოდგენილია 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალები , მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი.
გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.) და დაყოფილია თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა; პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა; ხარიტონ შავიშვილი. გამოფენილი იქნება 140 ფოტო და წერილობითი დოკუმენტების ფოტორეპროდუქცია, ასევე, შვიდი დოკუმენტის დედანი.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს გალერეაში დაცული ნ.ფიროსმანის,დ.კაკაბაძის და გუდიაშვილის ცნობილი ნამუშევრები.
.

,,ჩვენ გვახსოვს "
2015 წლის 27 სექტემბერს , მე-10ბ კლასის მოსწავლეების ინიციატივით და მე-5ბ კლასის მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით გაიმართა სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება .
ღონიძიების ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ აქ
ღონიძიების ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ აქ
Подписаться на:
Сообщения (Atom)