საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეულის ტრადიციად ქცეული ვიქტორინა ,,დავით აღმაშენებელი "

 2024 წლის 26 თებერვალს  , საზოგადეობრივი კათედრის კვირეულის ფარგლებში , სკოლაში ჩატარდა ისტორიული ვიქტორინა ,, დავით აღმაშენებელი " . ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღეს 8ა/ბ/გ/დ კლასის მოსწავლეებმა . საორგანიზაციო საქმეებში აქტიურად იყვნენ ჩართულები 11ა/ბ კლასის მოსწავლეები . 

გაიმარჯვა 8ბ კლასის გუნდმა ,,ისტორიკოსებმა,, 






ვიქტორინა -კონკურსი ,,დავით აღმაშენებელი"

წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა თებერვალში ატარებს ვიქტორინა -კონკურსი ,,დავით აღმაშენებელი" მეხუთე კლასებს შორის .2020 წელს ტრადიციას არ ვუღალატეთ და კვირეულის ფარგლებში ინტელექტუალური შეჯიბრი გავმართეთ მე-5 ა/ბ/გ/დ კლასებს შორის 

კონკურსისთვის მასალის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს : ნ.კანაშვილმა, ე.მაჭარაშვილმა , მ.ზაქარეიშვილი, ლ.ჭაუჭიძე, ვ.ყანჩაველი და ა.მიქაძე


ე.მაჭარაშვილმა დაგვიმზადა ორიგინალური და ასე საჭირო რეკვიზიტი -კეთილმსახური მეფე დავითის გვირგვინი 

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ ჩვენი სკოლის გამორჩეული მოსწავლეები, სხვადასხვა რესპუბლიკურ თუ საქალაქო კონკურსებში გამარჯვებულები  , ა.ვართასაშვილი და დ.გრიგორიანი


კონკურსში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მეხუთე კლასელთა მშობლებმაც ,მათ დამსწრე საზოგადოებას წაუკითხეს პატრიოტული  ლექსები 






2020 წელს ვიქტორინა -კონკურსში ,,დავით აღმაშენებელი"გაიმარჯვა მე/ 5 გ კლასის გუნდმა !

ერეკლე მეორის 300 წლის იუბილესადმი მიღვნილი მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია

26 თებერვალს , საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეულის ფარგლებში , ჩატარდა ერეკლე მეორის 300 წლის იუბილესადმი მიღვნილი მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია , რომელშიც იაქტიურეს ჩვენი სკოლის მე9 კლასის მოსწავლეებმა .